01:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 13:17:27, 1718 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან ტრადიციულ შეხვედრას გამართავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს. 

დღეს მინისტრი მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჯანელიძე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიმოიხილავს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს, ეკონომიკური დიპლომატიისა და საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის წარმოჩენისათვის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების, იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების მიზნით საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.

მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნობს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით სამინისტროს საქმიანობის დეტალებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს. მინისტრი ასევე ისაუბრებს სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრების ტრადიცია დაამკვიდრა, რომლის ფარგლებში, სამ თვეში ერთხელ მათ სამინისტროს მიმდინარე საქმიანობას აცნობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics