00:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 14:08:13, 1499 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაციას ითხოვს

სახალხო დამცველი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაციას ითხოვს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,  მიმდინარე წლის 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა და თავშესაფრის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მათი უსახლკარობისგან დაცვისთვის საჭირო ფინანსური ან/და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზება და იდენტიფიცირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება მოითხოვა.

„საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში არ არსებობს უსახლკარო პირთა პრობლემებზე რეაგირების რეგულაციები, ამასთან უკვე წლებია ვერ გამოინახა რესურსები მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შესამუშავებლად, რის გამოც უსახლკარო პირებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ თავშესაფრის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, დარღვეულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო პირების კანონმდებლობით აღიარებული თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი როცა ადგილი აქვს რესურსების აშკარა ნაკლებობას, სახელმწიფოს მაინც ეკისრება ვალდებულება შექმნილ სიტუაციაში შეეცადოს მაქსიმალურად ფართოდ განახორციელოს შესაბამისი უფლების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, რესურსების ნაკლებობა სახელმწიფოს არ ათავისუფლებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულებისაგან, რაც უფლების ეტაპობრივი და სრულფასოვანი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უფლების შეუსრულებლობის დონის მონიტორინგი და შეიმუშაოს სტრატეგიები და პროგრამები მათ განსახორციელებლად.

რეკომენდაციაში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება საერთოდ არ არის დამოკიდებული უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ან ინფრასტრუქტურული სახსრების არსებობაზე. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველმა მცხეთის მუნიციპალიტეტისგან იმ გადაუდებელი ხასიათის ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა, რაც აუცილებელია უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების მინიმალურ დონეზე რეალიზაციისათვის“,-ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

                                                            

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics