12:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 16:24:52, 357 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გამართა

საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებს, ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიგი გიგიაძე, ხოლო ესპანური მხრიდან ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გენერალური დირექტორი ენრიკე მორა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, თავდაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მის შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციას. გამოითქვა იმედი, რომ ესპანური მხარე ახლო მომავალში მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი.

შეხვედრაზე ესპანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის დელეგაციამ შეხვედრა გამართა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან არჩილ ყარაულაშვილთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics