00:09 - 11 May, 2026
|
2017-10-05 10:52:47, 1717 ნახვა
საზოგადოება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. მაია ზავრაშვილი საქართველოს ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მაია ზავრაშვილი არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, საჯარო სამართლის მაგისტრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და თსუ-ს მოწვეული ლექტორი. მაია ზავრაშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მაია ბითაძე შეცვალა. მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს ასევე, სოლომონ პავლიაშვილი და ეკატერინე გრიგალავა იკავებენ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)