თიბისი დაზღვევის ჩატბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა. 

" />
00:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-05 10:24:42, 1692 ნახვა

საზოგადოება
თიბისი დაზღვევის ბოტით, უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი

თიბისი დაზღვევის ჩატბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა. 

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სადაზღვევო პროდუქტია მძღოლებისათვის. როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ამ ხარჯს ანაზღაურებს.

ბი ბოტით   ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შესაძენად მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო. ბიბოტი ფეისბუკის მესინჯერშია ინტეგრირებული და მისი მოძებნა ნებისმიერ სოციალურ ქსელში მყოფ მომხარებელს შეუძლია.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება;

1.    წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5000 ლარი

2.    წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება 10 000 ლარი

3.    წელიწადში 150 ლარის გადახდის შემთხევაში 25 000 ლარი

დაზღვევის ფეისბუქ მესინჯერიდან შეძენის შემდეგ,მომხმარებელი  ერთ წლიან პოლისს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს.

ამ ეტაპზე ბი ბოტის საშუალებით სამოგზაურო  და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი. ბი ბოტი მუდმივად ვითარდება და სულ მალე სხვა სადაზღვევო პროდუქტებსაც შემოგთავაზებთ.

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics