|
2017-10-04 20:28:51, 1927 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები ეწვევიან
5-6 ოქტომბერს საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები ეწვევიან. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან; საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან; საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან; ასევე, იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება; ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. „ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს და ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)