|
2017-10-04 18:19:15, 1981 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილისა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს შეხვედრა იტალიის დელეგაციის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში აგრარული მიმართულებით საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესებული იტალიელი ბიზნესმენები მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუმრებს აგრარულ დარგში არსებული ვითარების, მათ შორის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ლევან დავითაშვილმა საქართველო-იტალიას შორის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად „აგრიჯორჯია“ - ფერერო ჯგუფი დაასახელა, რომელიც საქართველოში მეთხილეობის დარგში საქმიანობს. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობა ის მიმართულებაა, სადაც როგორც საქართველოს, ასევე იტალიას აქვს დიდი პოტენციალი და, შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავების კარგი შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს და იტალიელ ბიზნესმენთა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „იოტაში“ ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიმართა. იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელია. ფორუმი 2017 წლის მარტში რომში გამართულ იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის გაგრძელებაა, რომელშიც მონაწილეობა 260-მდე იტალიურმა და ქართულმა კომპანიამ მიიღო. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შემდეგი ეტაპი თბილისში იტალიელ მეწარმეთა ვიზიტი ყოფილიყო. (NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)