00:07 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:59:28, 1801 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის დარგში ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების ოდენობა ორჯერ გაიზარდა

სოფლის მეურნეობის სფეროში ფიქსირებული აქტივების შესაძენად გაწეული ინვესტიციების ოდენობა 2016 წელს საგრძნობლად გაიზარდა და საქსტატის მონაცემებით, 180 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ როცა, 2015 წელს ინვესტიციების ოდენობა 80 მილიონ ლარამდე იყო, ხოლო 2014 წელს 110 მილიონ ლარს აჭარბებდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისად, გასული წლის მონაცემები 2-ჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების შესაბამის მაჩვენებელს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს სურსათის და სასმელების წარმოების სექტორში 18%-ითაა გაზრდილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი, რაც დარგში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებულ ინდიკატორს წარმოადგენს.

ასევე 30%-ით არის გაზრდილი ინვესტიციები სურსათისა და სასმელების წარმოების მიმართულებით, რაც მომავალში დარგის მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics