18:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 12:50:46, 2276 ნახვა

სამართალი
ლევან ხაბეიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

საგამოძიებო უწყებაში ის ადვოკატთან ერთად მივიდა. ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს,  მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეოკადრები არსებობს:

„ვიდეო იწყება სკამიდან, სკამამდე ხომ მივედი, რატომ წამომაწვინეს, რატომ მეუბნებიან, რომ სასწრაფოს იძახებენ, რატომ მეუბნებიან, რომ ცუდად ვარ და დარჩენა არის საჭირო, მე ვუთხარი, რომ თქვენი არაფერი მინდა, თუ დამაკავეთ, დამაკავეთ, თუ არადა გამიშვით. კარგად ჩანს, რომ ვეუბნები- დარტყმის გარეშე-მეთქი. ყველა პირის იდენტიფიცირება შემიძლია. მათ შორის, ვიდეოზე შავით თეთრზე კარგად ჩანს, ვინ გამომიყვანა უკანონოდ, რომელიც არის უსაფრთხოების თანამშრომელი და რა უფლება აქვს, შენობის გარეთ აკავებდეს მოქალაქეს და შეაგდოს შემდეგ მერიაში, რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის გამოკითხვის შემდეგ გაირკვევა, აღიძრება თუ არა საქმე მომხდართან დაკავშირებით და რა სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა მას.

შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics