17:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 11:43:36, 2208 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნის 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის სიმონოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 დღით დააპატიმრა, - ამის შესახებ Echo.ru იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოპოზიციონერის დაკავების მიზეზი საპროტესტო აქციის ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევა გახდა.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია: "ნავალნიმ იცოდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგის გამართვაზე უარი ეთქვა, თუმცა მხარდამჭერებს მასში მონაწილეობისკენ მაინც მოუწოდებდა".

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი, არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისკენ მოწოდებების გამო, 29 სექტემბერსაც დააკავეს, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
ჟურნალისტი როგავა სასამართლოში ცარიელი ფურცლებით მივიდა
მაისაშვილი: სახელმწიფო 170 მსხვერპლად აღიარებს, თუმცა მხოლოდ 5 ადამიანია დაკავებული
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics