23:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 19:36:39, 1988 ნახვა

საზოგადოება
დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტი დღეს უწყებათაშორის კომისიაზე განიხილეს

„შენების მოძრაობის" წარმომადგენელმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიაში თემურ ნერგაძემ კომისიის წევრებს დმანისში არსებული ვითარება გააცნო. მან კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს მოკვლევის შედეგები წარუდგინა.

„კომისიას მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც ადგილზე მოვიპოვეთ. ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს, რომ მათ აიძულებენ ყურანზე დაფიცებას იმის დასადასტურებლად, რომ ხმას ნამდვილად „ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემენ. კომისია შეისწავლის აღნიშულ საკითხს, განახორციელებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას" - აცხადებს უწყებათაშორისი კომისიის წევრი, თემურ ნერგაძე.

"შენების მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნული ფაქტი დაგმო.

„პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს,რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემს ხმას. ეს არის დასაგმობი" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„შენების მოძრაობის" მიერ ფაქტის გახმაურების შემდეგ ყურანზე დაფიცების ფაქტების შესასწავლად ადგილზე ეუთოს წარმომადგენელებიც იმყოფებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics