|
2017-10-02 17:27:07, 1892 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები: გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები გენერალური აუდიტორის მოადგილის მიერ პოსტის დატოვებას გამოეხმაურნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეჭვებს ამძაფრებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას. "2 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მოადგილე - ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე და თანამდებობაზე დატოვა მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი. ეს უკანასკნელი წარსულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკ „ქართუს“ გენერალური დირექტორი იყო. აუდიტის სამსახური მისი ფუნქციებიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია. ეს ინტერესი აუდიტის სამსახურის მიმართ განსაკუთრებით მატულობს საარჩევნო პერიოდში. აუდიტის სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილეების დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიების გავლენისაგან. ახალ გენერალურ აუდიტორს ბუნებრივია აქვს უფლებამოსილება, რომ მისთვის სასურველი მოადგილეები დანიშნოს, თუმცა ის ფაქტი, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილეები და თანამდებობა შეინარჩუნა მმართველ პარტიასთან აფილირებულმა პირმა, წარმოქმნის ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ. გათავისუფლებულ მოადგილეებს შორის არის ნინო ლომჯარია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კადრი მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით. ამ ეჭვებს ამძაფრებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას. საგულისხმოა, რომ ლომჯარია აუდიტის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ზედამხედველობდა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ გახდა აუცილებელი მისი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისა და წინასაარჩევნო ხარჯვის საფუძვლიანი მონიტორინგი",-ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობოები გენერალურ აუდიტორს მოუწოდებენ იყოს მიუკერძოებელი თავის საქმიანობაში და არ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეჭვს წარმოქმნის მისი პოლიტიკური მოტივაციის და მიკერძოების შესახებ, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს აუდიტის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას. განცხადებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერს ხელს: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)