23:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 16:37:37, 2134 ნახვა

საზოგადოება
ნიკა მელიას ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე ნაცემია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი ნაცემია.

„აქციის რამდენიმე მონაწილე არის მძიმედ ნაცემი. მივმართავ თბილისელებს, მზად ვარ დავტოვო მანდატი ხვალვე და ვიბრძოლო როგორც თბილისელმა. ეს ქალაქი ყველასია და ეს პროტესტი გაგრძელდება“, - აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში  თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა მერიაში შესვლა სცადეს, მათ კი ამის საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა. აღნიშნულის გამო, მერიასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics