23:02 - 10 May, 2026
|
2017-10-02 16:35:23, 2018 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან „ოცნების“ დროშებით ფოტო გადაიღო, 1000 ლარით დაჯარიმდა
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მარინა დარჩიძე, რომელმაც მოსწავლეებთან "ქართული ოცნების" დროშებით ფოტო გადაიღო, 1000 ლარით დაჯარიმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, შუახევის სასამართლომ მიიღო. ცნობისთვის, მასწავლებლის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 სექტემბერს შეადგინა. მანამდე მასწავლებელი აცხადებდა, რომ დროშები მოსწავლეებმა მიიტანეს. "კლასში აფრიალებდნენ [დროშებს] ბავშვები, მერე რა მოხდა? მაგას ვერ დავუკვირდი, რომ აგიტაციასავით გამომივიდოდა, მე არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არცერთი პარტიის მომხრე ვარ", -აცხადებდა დარჩიძე.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)