17:20 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 14:47:37, 2291 ნახვა

მსოფლიო
ლას-ვეგასის პოლიცია თავდასხმასთან დაკავშირებით ძებნაში მყოფი ქალის ფოტოს აქვეყნებს

ლას-ვეგასის პოლიცია იმ ქალის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მათი ინფორმაციით, მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი თავდასხმის დროს, ეჭვმიტანილთან ერთად იმყოფებოდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ქალის სახელი მერილუ დენლია და მას პოლიცია დაკითხვის მიზნით ეძებს.

მათივე ცნობით, დენლი იმ მამაკაცთან ერთად მგზავრობდა, რომელმაც თავდასხმა განახორციელა.

პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, შესაძლო ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ნომერზე: 911.

შეგახსენებთ, რომ ლას-ვეგასში სასტუმრო კომპლექს Mandalay Bay-სთან, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა, სროლა იყო, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 100 კი, დაშავდა. თავდამსხმელმა ცეცხლი სასტუმროს აივნიდან გახსნა. სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდირება მოახდინეს. სროლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი როგავა სასამართლოში ცარიელი ფურცლებით მივიდა
მაისაშვილი: სახელმწიფო 170 მსხვერპლად აღიარებს, თუმცა მხოლოდ 5 ადამიანია დაკავებული
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics