|
2017-10-02 12:53:59, 1937 ნახვა
პოლიტიკა
დავით უთმელიძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და იმკონკრეტულ პროექტებზე ესაუბრა, რომელზე მუშაობასაც „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად აპირებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა რამდენიმე ასაკოვანი ადამიანის თხოვნა გაითვალისწინა და ვინაიდან მათ შეხვედრაზე მისვლა ვერ შეძლეს, საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები სახლში გააცნო. „ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი ინტერესის გამოჩენისთვის. მიხარია, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული ყველა თაობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა ავაშენოთ ახალი საქართველო, დაუღალავად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ვაქციოთ სიცოცხლით და სიკეთით სავსე ქალაქად“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)