12:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 11:18:33, 429 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციას მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ჯერ არ გადაგზავნია

პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრემიერ-მინისტრისგან მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის სია ჯერ არ მიუღია.

სავარაუდოდ, სია პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღის ბოლომდე გადაეგზავნება. პრეზიდენტი კი, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტს გადასცემს.  საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება მოუწევს.როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2 ახალ მინისტრს წარადგენს.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის წინაშე ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. 

იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს,  76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 
ცნობისთვის, ერთი  წლის განმავლობაში მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. 

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა. ალასანიას გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან   საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო  გადადგა,    სპორტის მინისტრმა, ლევან  ყიფიანმა კი, პოსტი გუშინ დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics