21:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 11:36:14, 1911 ნახვა

საზოგადოება
მესტიაში დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მესტიაში გამართულ დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმს დაესწრო. 

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნეს. 

უწყების ცნობით, დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში ჩართულიყვნენ.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადები, იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა ადგილზე ჩაიბარა.

სააგენტო დევნილებს მცირე მეწარმეობის დასაწყებად, სოციალური პროექტების განსახორციელებლად და დასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოების შესასყიდად გრანტებს გადასცემს.

მესტიაში გამართულ შეხვედრას დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

ფორუმში ასევე  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  საარსებო წყაროების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.  

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics