|
2017-09-28 16:05:38, 11247 ნახვა
High - Tech
Face ID-ს „ბნელი მხარე“
კომპანია Apple-მა ახლახანს საზოგადოებას თავისი ახალი ქმნილება "აიფონ 10" წარუდგინა. სმარტფონს სხვა სიახლეებთან ერთად რევოლუციური(როგორც კომპანია ამბობს) სიახლე-Face ID ტექნოლოგია შეემატა. 27 სექტემბერს კომპანიამ ადგილობრივ პრესაში Face ID-ს შესახებ განმარტება და რეკომენდაცია განათავსა. თურმე ამ ტექნოლოგიის 13 წლამდე მოზარდებში გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგანაც ადამიანის სახის უნიკალურობა ასაკთან ერთად ემატება. აგრეთვე Face ID-ის გამოყენება არაა სასურველი იმ შემთხვევაში, თუ ტყუპი ძმა ან და გყავთ, რადგანაც პროგრამამ თქვენი და თქვენი ტყუპის განსხვავება შეიძლება ვერ აღიქვას და თქვენი სმარტფონი მისთვისაც გახადოს ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, რომ კომპანია Apple-მა Face ID-ს მქონე iPhone X საზოგადოებას 12 სექტემბერს აჩვენა. ახალი ტექნოლოგია სახის ინფრაწითელი სკანირების, მისი ვირტუალური 3D მოდელის შექმნას და შემდეგში ამოცნობას გულისხმობს. კომპანია ახალ ფუნქციას ძველი Touch Id - ს ნაცვლად შემდეგ მოდელებშიც გამოიყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)