21:07 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 15:53:27, 2334 ნახვა

საზოგადოება
ჯიღაურა ჟურნალისტებს უმასპინძლებს

1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ტელე-რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე რთველში მიიღონ მონაწილეობა მიიღონ.

 უწყების ინფორმაციით, მათ ასევე შესაძლებლობა ეძლევათ ბაზაზე გაშენებული უნიკალური ნარგაობების შესახებ ინფორმაცია მეცნიერებისგან მიიღონ.

 ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში,  თანდართული აპლიკაციის შევსებაა საჭირო.  

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

ჯიღაურას ექსპერიმენტალური ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში (თბილისიდან 28 კმ) 80 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში ვაზის ქართული 437 და უცხოური 350 ჯიშია დაცული, მათ შორის, ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოებს აყენებს და შემდგომში მათზე კვლევებს ახორციელებს.

საკონტაქტო პირი: ნინო ჩხარტიშვილი - 591 30 74 74; Nino.Chkhartishvili@srca.gov.ge

ნანა კალანდაძე - 577 02 58 57; Nana.Kalandadze@srac.gov.ge

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics