|
2017-09-27 15:25:47, 1869 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით ლიტვას ეწვია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით კანადის შემდეგ ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. ვილნიუსში ვიზიტი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლიტველ კოლეგასთან, რაიმუნდას კარობლისთან შეხვედრით დაიწყო. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროში ორკესტრისა და საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩიუსსაც შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო მსოფლიოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და მონაწილობას სამშვიდობო მისიებში. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლიტვის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში: „აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში - ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის დანერგვა პრაქტიკაში", სადაც პანელზე სიტყვით ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად გამოვიდა. ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვიტალიუს ვაიკშნორასთან. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)