|
2017-09-26 18:22:32, 4185 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: ხელისუფლება დაადგა იგივე გზას, რა გზაზეც წინა ხელისუფლებები იყო
„დღევანდელი ხელისუფლება დაადგა იგივე გზას, რა გზაზეც იყო წინა ხელისუფლებები“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც ხუხაშვილმა განმარტა, წინა ხელისფლებებს ჰქონდათ ილუზია, რომ კონსტიტუციაში შეიძლება ისეთი „ეშმაკური მექანიზმის“ ჩადება, რითაც ძალაუფლებას გაიხანგრძლივებდნენ. „მთლიანად კონსტიტუციაზე არ ვილაპარაკებ. იქ არის რაღაც კარგი, არის რაღაც საკამათოც. მაგრამ იყო ერთი პრინციპულად ფუნდამენტური საკითხი რითაც ჩვენ გვიჩნდებოდა შანსი, რომ მიგვეღო, სტაბილური, დემოკრატიული განვითარება, სტაბილური პროცესი და მომავალი კრიზისებისგან თავი დაგვეცვა. ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემის ფორმირების კვალდაკვალ და ამის შესაძლებლობას გვაძლევდა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლიდან. ხელისუფლებამ თქვა, რომ კიდევ ოთხი წელი მაცადეთ. ანუ შეიძლება მუდმივ უზურპაციაზე ხელი არ მოაწერა მაგრამ 4 წელი მინდა რომ ვიყოო. ასეთი დამოკიდებულება რა თქმა უნდა კატეგორიულად არის მიუღებელი არა პარტიებისთვის, რომლებიც აგრეთვე საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში არიან და მათი პოლიტიკური ოპონირების პოტენციალი სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას, არამედ საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ სუსტია ჩვენ ერთი რამე ვიცით, რომ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება იწყებს ძალაუფლების უზურპაციას, იღვიძებს საზოგადოება, არ პატიობს და ასეთ ხელისუფლებას უშვებს სახლში. ეს არის უნივერსალური კანონზომიერება საქართველოს უახლოესი ისტორიის. დღევანდელი ხელისუფლება დაადგა იგივე გზას, რა გზაზეც იყო წინა ხელისუფლებები, რომლებსაც ჰქონდათ ილუზია, რომ კონსტიტუციაში შეიძლება ისეთი „ეშმაკური მექანიზმის“ ჩადება, რითაც ისინი გაიხანგრძლივებდნენ ძალაუფლებას. ეს ასე ვერ ხდება. ეს ძალიან კარგად ჩანს და საზოგადოებას არ მოსწონს. მცდელობასაც არ პატიობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტები საბოლოო მოსმენით მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)