|
2017-09-26 16:53:49, 2341 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია: ეს არის საკონსტიტუციო უზურპაცია, ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ ადა მარშანიას განცხადებით, მმართველი გუნდი კონსტიტუციის უზურპაციას ახდენს. როგორც მარშანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით მმართველმა გუნდმა ერთპარტიული დიქტატურა გააფორმა. "კანონმდებლებო მინდა შეგახსენოთ. კანონი ეს არის საზოგადოებრივი შეთანხმება. არ არის ეს კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ახლა მივიღებთ, საზოგადოებრივი შეთანხმების საბუთი. ყველა სიტყვას, რომელსაც ახლა ვიტყვი, უდიდესი ტკივილით ვიტყვი და მომისმინეთ - ეს არის საკონსტიტუციო უზურპაცია. ეს არის ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება/დამყარება. ეს არის "ქართული ოცნების" პარლამენტი და არ არის საქართველოს პარლამენტი. ეს არის "ქართული ოცნების" კონსტიტუცია და არ არის საქართველოს კონსტიტუცია. როდემდე ვიყოთ ასე, როდემდე ვიაროთ მოჯადოებულ 25-წლიან წრეზე?!", - განაცხადა მარშანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)