20:06 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 16:47:19, 1934 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეების NASA-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ჩაკრულოს“ კვირეულის ფარგლებში საქართველოს NASA-ს მეცნიერები ეწვივნენ. დღეს, მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი, რობ მენინგი და Voyager-ის პროგრამის ყოფილი მენეჯერი, ჯონ კასანი საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას თავდაცვის უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. 

რობ მენინგმა და ჯონ კასანმა სამხედრო მოსამსახურეებს თავიანთი საქმიანობის, განვლილი გზის, კვლევებისა და მარსზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მარსის პროგრამის მთავარმა ინჟინერმა მსოფლიო მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველოს უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა დიდი პატივია.

„ჩაკრულოს კვირეული“ საქართველოში 25-28 სექტემბერს ამერიკის საელჩოსა და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, ფონდ „ნოვას“ ორგანიზებით იმართება.

1977 წელს ლეგენდარული მეცნიერის, კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“ გაგზავნა, რომელზეც 27 ქვეყნის მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის ქართული „ჩაკრულოც“ იყო. წელს NASA-ს ამ ისტორიული კოსმოსური მისიიდან 40 წელი შესრულდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics