19:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 15:11:47, 1963 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია კრწანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი, თავდაპირველად, ლეღვთახევში იმყოფებოდა, სადაც კლდის გამოფიტული ქანებისგან გაწმენდის სამუშაოები ტარდება და დამთვალიერებელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მდინარეზე მსუბუქი კონსტრუქციის გადასასვლელები ეწყობა.

მათივე ცნობით, დავით ნარმანია მარნეულის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო, სადაც უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კლდისცვენის მონიტორინგის გეოტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი მიმდინარეობს, მოგვიანებით კი,  ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობისა და ბულვარის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. 

კრწანისის გამგეობამ, ზემო ფონიჭალაში, 8 ათასი კვ.მ. ფართობზე, ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო. 

 პარკში მიმდინარეობს კუნძულების მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, რის შემდეგაც ბილიკების, მათ შორის ველო და სარბენი ბილიკების, ასევე, განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. 
პროექტი შადრევანის, სპორტული და სათამაშო მოედნების მოწყობასაც ითვალისწინებს.  
პარკის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.

სრულდება სარეაბილიტაციაო სამუშაოები ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ  მდებარე ბულვარშიც. 

300-მეტრიანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყო. რეკრეაციულ სივრცეში მოეწყო ახალი ბილიკები და ველობილიკი ბავშვებისთვის, დეკორატიული განათება და გასართობი მოედნები, აღდგა ამორტიზებული შადრევანი.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics