18:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 11:10:59, 2306 ნახვა

მსოფლიო
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკის რესპუბლიკაში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ TelesurTv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქარისხალის გამო სახლების 90%-ს სახურავი არ აქვს, ხოლო მთლიანად კუნძული პარალიზებულია.

როგორც მედია იტყობინება, 23 ათასი ბავშვი დაუცველ მდგომაროებაში იმყოფება.

ქარიშხალმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რუზველტ სკერიტის რეზიდენციაც დააზიანა.

მედია საშუალების ცნობით, ქარის სიჩქარე 250 კილომეტრ საათს აღწევს. მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი "მარია" ახლა ვირჯინიის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს.

ცნობისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ამერიკასა და კარიბის აუზის კუნძულებს რამდენიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. პირველი ქარიშხალი "ჰარვი" ტეხასსა და ლუიზიანაში მძვინვარებდა, მას მოჰყვა ქარიშხალი "ირმა" და "ხოსე". სამივე ქარიშხალი 5 კატეგორიამდე იყო ასული. პრობლემები შექმნა ქარიშხალმა "კატიამ". სტიქიების შედეგად გაჩენილი ზარალი ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს. საერთო ჯამში 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ასობით ათაში კი, უსახლკაროდ დარჩა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics