|
2017-09-22 18:54:27, 2475 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თბილისში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ამის შესახებ მან დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და ამ მიმართულებით, თბილისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. „დედაქალაქში დაახლოებით, 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ უნდა ყოფილიყო, რაც არასწორია. ალბათ ყველა ვხედავთ, ქარის დროს როგორი მტვერია და ამას თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ასევე, დაეთმობა 12-ვე დიდი პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. „მჯერა, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქალაქში რადიკალურად განსხვავებული ეკოლოგიური მდგომარეობა შეიქმნას“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა. დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა მმართველი გუნდის ამოცანების პირველი ნაწილია. „ყველაზე მტკივნეული ჰაერის დაბინძურებაა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი გრუნტია, რომელიც ჩვენს დედაქალაქში მწვანე საფარით კარგად არ არის დაფარული. ასევე, ტრანსპორტის გამონაბოლქვი და მშენებლობები. ვფიქრობთ, რომ ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, მათ შორის, მშენებლობის სტანდარტების გამკაცრებისა და ქალაქგანვითარებაში სხვადასხვა ეკოლოგიური საკითხების, როგორც გამჭოლი ხაზის შეტანით, იქნება გადამწყვეტი გზა, რომელის ეტაპობრივად შეგვაქმნევინებს ისეთ დედაქალაქს, რომელიც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)