|
2017-09-22 14:36:14, 1860 ნახვა
საზოგადოება
„დღე ავტომობილების გარეშე“ - კახა კალაძემ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა
“ჩვენს ქალაქს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა პეკინზე მიმდინარე ველორბოლაზე გააკეთა, რომელშიც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად მონაწილეობდა. ველორბოლა პეკინის ქუჩაზე ორგანიზაიამ - “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა და საერთაშორისო დღეს - „დღე ავტომობილების გარეშე“ მიუძღვნა. კახა კალაძის განცხადებით, პირადად არის დაინტერესებული ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვით და გუნდთან ერთად აქვს გეგმა, თუ როგორ განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქალაქში. „ჩვენს ქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ველობილიკების მოწყობა შესაძლებელია როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე სკვერებსა და პარკებში. ვფიქრობ, ძალიან მალე გავუწევთ ველოსიპედს პოპულარიზაციას. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ყველა თაობისთვის და პირადად მე ვარ ამ საკითხით დაინტერესებული“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. ველორბოლა ახლადრეაბილიტირებული პეკინიდან დაიწყო. კახა კალაძემ პეკინის გამზირზე განხორციელებული მასშტაბური სამუშაოებისთვის თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა. „დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს, ევროკომისიის მიერ დაარსდა და აქტიურად აღინიშნება ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით მოქალაქეები გაუფრთხილდნენ გარემოს, ისარგებონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედითა და იარონ ფეხით. (NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)