05:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 13:14:06, 2396 ნახვა

პოლიტიკა
პლენარულ სესიაზე პირველ საკითხად დღეს, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურას განიხილავენ

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველ საკითხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის წარდგინებას განიხილავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის შესახებ. 

სასესიო კვირის განმავლობაში, პარლამენტი ორმოცდაათამდე საკითხს განიხილავს, მათ შორისაა პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები. 

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". 

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შეთანხმებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით.

დღის წესრიგში შეტანილია, ასევე, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და საპარლამენტო კომიტეტების მიერ 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics