05:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-20 10:10:48, 2219 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმის და დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

კახა კალაძე სოფელ დიღმის მცხოვრებლებს მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობას დაჰპირდა და განუცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

„ეს საკმაოდ ძვირადღირებული და მასშტაბური პროექტია, თუმცა გადაწყდა, რომ ის მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება შეტანილი და მის განსახორციელებლად 22 მილიონი ლარი დაიხარჯება. მე გაძლევთ პირობას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებასა და განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში ქალაქში 700 ახალი ავტობუსი შემოვა, ქალაქის სხვადასხვა რაიონებს დაემატება სამარშუტო ხაზები და გაიზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. მისივე თქმით, ქალაქს კიდევ 30-მდე საბავშვო ბაღი შეემატება, ხოლო თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური მუნიციპალური სპორტკომპლექსები აშენდება, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძეც შეხვდა, რომელიც ამომრჩეველს არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას და გუნდთან ერთად თბილისის განვითარებაზე აქტიურ მუშაობას დაჰპირდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics