2015-04-28 21:07:49, 355 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ისრაელს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, - სადღესასწაულო მიღებას მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პრემიერმა ქართველი და ებრაელი ხალხის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის დასტურია საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნა თბილისში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდა.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენი ოცდაექვსსაუკუნოვანი მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და პარტნიორობის ტრადიციას, რომელიც დღესაც გრძელდება. ვუსურვებ ისრაელის სახელმწიფოს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან