04:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 13:44:32, 2070 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში მორიგ შეხვედრას გამართავენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები პირველ ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრებიან და რუს დეპუტატებს შეხვდებიან.

ადა მარშანიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატს შეეხება.

"მოსკოვში იმისთვის ჩავდივართ, რომ ახლო მომავალში მაინც ჩავიდეთ სოხუმსა და ცხინვალში. ეს არის ჩვენი სტრატეგია და პოლიტიკა. მოსკოვში ჩავდივართ იმისთვის, რომ იმ უმძიმეს ვითარებაზე ვისაუბროთ, რაც ჩვენს საზღვრებზე სუფევს. პირველ შეხვედრაზე უფრო მეტ თემაზე ვისაუბრეთ, ვიდრე დაგეგმილი იყო. მომავალში დელეგაციის შემადგენლობას გავაფართოვებთ. ამჟამად, სახელმწიფო დუმის დეპუტატებს ვხვდებით, მაგრამ შეხვედრების არეალი გაფართოვდა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატებსაც შევხვდებით", - აღნიშნა მარშანიამ.

შეხვედრას დაესწრებიან დავით თარხან-მოურავი, ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics