|
2015-01-15 14:17:38, 3026 ნახვა
ეკონომიკა
პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ კომპანიებს სახელმწიფო დაფინანსებას უზრდის
პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ კომპანიებს სახელმწიფო 30%-ის ნაცვლად 50%-ით დააფინანსებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება კომპანიების ვალდებულების გაზრდას არ გამოიწვევს. „დღეს არსებული ვერსიით, ბაკნის მიერ დამტკიცებულ პროექტებში საბანკო სისტემის ინსტიტუტების მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის 30%-ის გარანტიას დებდა სახელმწიფო. ანუ, თუ ბანკმა კომპანიას მოთხოვა უზრუნველყოფა, ამის 30%-ის თანაგარანტირებას ახდენდა სახელმწიფო. ახალი პარამეტრების მიხედვით კი, უკვე მოთხოვნილი საგირავნო უზრუნველყოფის 50%-ის უზრუნველყოფას მოახდენს სახელმწიფო. ეს მთიანი პარამეტრების ზრდა, ვალდებულებების გაზრდას არ გამოიწვევს, ვინაიდან, ზედა ლიმიტები იგივე დარჩება. თუმცა, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის იქნება გაცილებით უფრო შეღავათიანი პირობა იმისთვის, რომ ისინი ჩაერთონ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)