14:56 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 17:38:17, 2190 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში ზებრა გაჩნდა

თბილისის ზოოპარკში ზებრა გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ჩვენს ზოლებიან ბინადრებს ოჯახში მატება აქვთ - ბიჭი გაუჩნდათ. დედას უფრო ჰგავს, თუ მამას? ორივეს თანაბრად. დედა უფრო უყვარს, თუ მამა? ალბათ უფრო დედა - გვერდიდან არ შორდება და სულ მის უკან დაჩინდრიკობს. მოშივდება? მიუცუცქდება, მოწოვს ძუძუს და დანაყრებული იქვე, ფეხებში უწვება დასასვენებლად. დედაც ყურადღებას არ აკლებს. მკაცრად ადევნებს თვალყურს ოჯახის წევრებსა და მეზობელ კამერუნის თხებს და ვაი იმის ბრალი, ვინც შემთხვევით ხმის აწევას გაუბედავს პატარას", - წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.

ცნობისთვის, თბილისის ზოოპარკში ამჟამად უკვე 7 ბურჩელის ზებრა გვყავს. აფრიკაში მობინადრე ზებრებს შორის ბურჩელის ზებრა ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. ცხოვრობენ დიდ ჯგუფებად, რომლებშიც მდედრების ჰარემი წამყვან მამრს ემორჩილება. ბურჩელის ზებრა ბუნებაში 9, ხოლო ტყვეობაში 40 წლამდე ცოცხლობს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics