14:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 12:53:01, 2459 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ი.ხ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 10.00 საათზე ი.ხ.-მ ქ.თბილისში, გიორგი მინდელის სახელობის საავტომობილო ხიდის ქვეშ, ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში ესროლა საკუთარ ავტომანქანაში მჯდომ ი.უ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად ი.უ. ადგილზეგარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ხ. 12 აპრილს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ხ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics