14:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 04:56:04, 2574 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ძებნილი პირის ექსტრადიცია განახორციელა

 საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ბავშვის მიმართ ჩადენილ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილი ბ.მ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია განახორციელა.

უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ბ.მ. ნიუ-იორკში ჩადენილი დანაშაულისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა და იგი ქართველმა  სამართალდამცველებმა აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე საქართველოში, ქ.თბილისში, 2016 წლის დეკემბერში დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ბ.მ.-ს ექსტრადიცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განხორციელდა და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს წინაშე წარდგება.
ბ.მ.-ს ექსტრადირება საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართალდაცვით სფეროში მყარი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. ამერიკა და საქართველო აქტიურად აგრძელებენ თანამშრომლობას კანონის უზენაესობის დაცვისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics