13:54 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 02:45:26, 2234 ნახვა

საზოგადოება
აშშ რუსეთს მოუწოდებს ოკუპირებული რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს

ამერიკა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამშვები პუნქტების დახურვით შეშფოთებულია, - ამის შესახებ აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებული რეგიონებიდან სამხედროები გაიყვანოს.

"ამერიკულმა მხარემ გამოხატა ღრმა შეშფოთება მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციისა" და გამშვები პუნქტების დახურვის გამო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა 2016 წელს საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელის კანონის წინაშე პასუხისგებაში მიცემის საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ადგილზე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ამერიკულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics