04:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 02:39:16, 2344 ნახვა

მსოფლიო
საყვარელიძის ინფორმაციით, უკრაინაში სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების დაკავებები დაიწყო

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქტივისტების რეპრესიები და მასობრივი დაკავებები დაიწყო.

როგორც საყვარელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დაკავებულია ასევე ის აქტივისტი, რომელმაც სააკაშვილი უკრაინაში შეიყვანა.

„ჩვენი აქტივისტების მასობრივი დაკავებები და რეპრესიები დაიწყო! ახლა ჩერკასში ჩვენი აქტივისტი ანდრეი კოტიჩენკო დააკავეს. ის მათ შორის იყო, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოჰყავდა, ვინც უკრაინელი ხალხის სურვილი იცხოვროს დემოკრატულ სახელმწიფოში , გაითვალისწინა. ამ წუთებში ის ლვოვში მიჰყავთ. გუშინ ასევე ივანო ფრანკოვსკში ჩვენი თანამოაზრე ალექსანდრე ბურცევი დააკავეს, რომელიც ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა კვირას მომხდარ მოვლენებში. ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, რადგან ეს მათთვის ცუდად დასრულდება“, - წერს საყვარელიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics