14:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 02:16:59, 3697 ნახვა

სამართალი
შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და შსს-ს საპატრულო პოლიციის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1-დან 11 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 19 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 1 პირი ამხილეს.

"სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და ფიცრები ამოიღეს, ხოლო ლაგოდეხის რაიონის სოფ. აფენში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს, საიდანაც სამართალდამცველებმა ხე-ტყის გადამამუშავებელი დანადგარი და სხვადასხვა ჯიშის ხის მასალა ამოიღეს.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) მიმდინარეობს",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics