2017-09-10 06:22:09, 2577 ნახვა
მსოფლიო
არსებული ინფორმაციით, გაიცა ბრძანება, არ დაიძრას მატარებელი, სანამ მიხეილ სააკაშვილი მას არ დატოვებს
უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა გასცა ბრძანება, არ დაიძრას მატარებელი, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ დატოვებს მას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ ხალხის ტყვედ აყვანა. მისივე განმარტებით, უკრაინის ხელისულებას ისე ეშინია მისი დ მისი გუნდის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტს აწყობს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მატარებლით აპირებს.
ექს პრეზიდენტის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად მან ეს გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
ავტორი: ,