|
2017-09-08 13:13:36, 3307 ნახვა
სამართალი
2013 წლის 17 მაისის მოძალადეები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
17 მაისის საქმეში ბრალდებული პირების: ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის, ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე) და გიორგი ბასიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ დაამაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საქმე ეხება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციისთვის ხელის შეშლას, როცა ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ სასულიერო პირებთან ერთად ათასობით ადამიანი გამოვიდა. ბრალდებულთა ადვოკატი გია ტაბლიაშვილი მიიჩნევს, რომ „სასამართლომ სამართლიანი, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო“ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე გამოვიდა. 2013 წლის 21 მაისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა დემონსტრაციაში მონაწილე კიდევ ოთხი ადამიანის საქმე და მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, 2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქოს სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, ბრალდებული პირები უდანაშაულოდ სცნო. მოგვიანებით პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ერთწლიანი განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)