11:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 03:53:30, 2441 ნახვა

საზოგადოება
7 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის 4 რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 7 სექტემბერს კახეთის ოთხ რაიონში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში სიღნაღის, ყვარელის, ლაგოდეხის და დედოფლისყაროს რაიონებში  1800 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში  ღრუბლის მასები  გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 41 ერთეული რაკეტა. 

რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 7 სექტემბრის საღამოს საათებში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო. 

19:15 საათიდან 20:30 საათამდე ღრუბლის მასები 41 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.

დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics