11:58 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 02:26:08, 2373 ნახვა

საზოგადოება
მერია: თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩაზე ხის უკანონო მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით, მათ წუხელ, გვიან ღამით ეცნობა.

"შეტყობინებისთანავე, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და სიტუაციას დეტალურად გაეცნენ. თამარაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელიც.  

დათვალიერებისას გაირკვა, რომ კომპანია „დომუსი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე მოჭრილია 1 ხე. გარდა ამისა, აღნიშნულ ნაკვეთზე არსებულ ხეებს აღენიშნება ძველი დაზიანებები, რასთან დაკავშირებითაც თავის დროზე, ასევე,  ეცნობა პოლიციას. 

უკანონოდ მოჭრილი ვერხვის დიამეტრი 80 სმ.-ია, რაც ნიშნავს, რომ  გარემოზე მიყენებული ზიანი 2000 ლარს ცდება",-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისიის მერიაში განმარტავენ, რომ საქმის მასალები პოლიციაში გადაიგზავნება.

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics