10:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-07 07:30:46, 2659 ნახვა

მსოფლიო
ქარიშხალ „ირმას“ შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

ქარიშხალ „ირმას“ შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქარიშხალს მსხვერპლი კარიბის ზღვის აუზის საფრანგეთის ტერიტორიებზე მოჰყვა.

როგორც მედია წერს, კარიბის ზღვის კუნძულებზე ქარიშხლის გამო ინფრასტრუქტურა მთლიანად დაზიანდა, მოსახლეობის უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, „ირმასგან“ მიყენებული ზარალი ასობით მილიონ დოლარს აღწევს.

ამ ეტაპისთვის, ქარიშხალი პუერტო-რიკოს უახლოვდება. სპეციალისტების განცხადებით, დროთა განმავლობაში, სტიქია უფრო გაძლიერდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქარიშხალი „ირმა“ ბოლო ათწლეულების ყველაზე საშიში სტიქიაა, რომელიც ატლანტიკის კუნძულებს დაატყდა თავს. ის „ჰარვიზე“ ძლიერია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics