|
2015-01-15 13:25:31, 2959 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: დეკემბერი-იანვრის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა
„ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან როგორც დეკემბრის, ისე იანვრის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს ლარის კურსის ცვლილების თემის კომენტირებისას განუცხადა. „მე მინდა გითხრათ, რომ ხვალ გვექნება ლარის კურსთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ ერთი შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან, როგორც დეკემბრის, ისე იანვრის მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა და პირიქით დეკემბრის ბოლოს 150 მილიონი დოლარით გაიზარდა რეზერვები ეროვნული ბანკის, იმიტომ, რომ ბიუჯეტმა ეს თანხა დოლარებში მიიღო“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, 1 დოლარის შეძენა 1.9281 ლარად არის შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)