|
2017-09-06 05:21:53, 2260 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა
თბილისის ზოოპარკში ორი ლემური დაიბადა. ინფორმაციას ზოოპარკის პრესსამსახური ავრცელებს: „ჩვენს ლემურს, ქალბატონ კიჭას ტყუპები გაუჩნდა. ორი ცანცარა და გაწლიკული ლემურიკო. ფარფალა ყურებით, წვნიკი კისრებითა და დაყვლეპილი თვალებით უცხოპლანეტელებს ჰგვანან. სულ დედას არიან ჩაფრენილები და ასე, ზურგზე ამხედრებულები შეიმეცნებენ სამყაროს. გუშინ პირველად გამოვუშვით გარე ვოლიერში და ახლა თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოინახულოთ. ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ბუნებაში კატისებრი ლემურის ნახვაა შესაძლებელი, კუნძული მადაგასკარია. ამ ცხოველს სხვა სახეობის ლემურებისგან გრძელი, რგოლებით მოხატული კუდი განასხვავებს. აქტიურია დღის განმავლობაში. შესანიშნავად დაძვრება ხეებზე, თუმცა მიწაზეც დიდ დროს ატარებს. კატისებრი ლემურის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია“, - აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)