11:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 06:34:50, 2414 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაკენზი სმიტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს მის საარჩევნო შტაბში შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. 

კახა კალაძემ ბრიტანეთის ელჩს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება. 

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი არჩევნებში მონაწილე სუბიექტები საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics