|
2017-09-05 06:31:28, 2470 ნახვა
სამართალი
ასავალ-დასავალმა საბოლოოდ წააგო დავა მამუკა ხაზარაძესა და თიბისი ბანკთან სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალს", ჟურნალისტებსა და რედაქტორს მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე გაზეთის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან „ასავალ-დასავალსა" და სარედაქიო კოლექტივს სოლიდარულად დააკისრა მორალური ზიანის სახით საერთო ჯამში 5000 ლარის გადახდა მამუკა ხაზარაძის სასარგებლოდ. როგორც თიბისი ბანკში განმარტავენ, აღნიშნული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. „ასავალ-დასავალი" გრძელვადიან, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდა თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. გამოცემის თითქმის ყველა ნომერში ქვეყნდებოდა ღირსების შემლახველი სტატიები მამუკა ხაზარაძის მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას და შესაბამისად, გარდა ფულადი კომპენსაციისა, გაზეთს დაავალა გავრცელებული ცნობების უარყოფა გაზეთის იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც აღნიშნული ცრუ ინფორმაცია დაიბეჭდა. ადვოკატი ქეთი ქვარცხავა განმარტავს: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ მედიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისას და მედიის მხრიდან ყალბი ცნობებით პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა დაუშვებელია. ეს პრეცედენტი ცხადყოფს, რომ ადამიანის ღირსება, პატივი, ასევე კომპანიის საქმიანი რეპუტაცია დაცულია კანონის ძალით და სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს უფლებები ხელშეუვალია ჩვენს ქვეყანაში." ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით: „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ განსაზღვრა მედიიის პასუხისმგებლობის ფარგლები ინფორმაციის გავრცელებისას და მისი მხრიდან პირის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის დაუშვებელობა ყალბი ფაქტების გავრცელებით." დავა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების სამი ინსტანცია გაიარა. სამივე ინსტანციამ აღიარა, რომ საქმე ეხებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)