10:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 09:14:11, 2580 ნახვა

საზოგადოება
ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი ხვალ გაიხსნება

2 სექტემბერს, 11.00 საათზე ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი იყალთოს ქვევრის სკოლა აკადემიაში გაიხსნება.

სიმპოზიუმი 2-3 სექტემბერს ასოციაცია „ქართული ღვინო"-ს ორგანიზებით იმართება.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,    ღვინის   ეროვნული   სააგენტო,   ასოციაცია   ,,ქართული   ღვინო"    და   ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

 სიმპოზიუმის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეღვინეები. კონკურსის გამარჯვებული 3 სექტემბერს, დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში გამოცხადდება.

 ქვევრის ღვინის  მე-4  საერთაშორისო  სიმპოზიუმში  მონაწილეობას სხვადასხვა  ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები მიიღებენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინის და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციების და გამოწვევების შესახებ.

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013  წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის   (UNESCO) მიერ მოხდა  ქვევრში  ღვინის  დაყენების  ქართული  ტრადიციული  მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics