10:15 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-31 08:33:30, 2746 ნახვა

საზოგადოება
აბასთუმნის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაბა აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია: საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი.

ცეცხლის კერებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მისაყვანად, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 6 კილომეტრამდე სიგრძის გზა გაიჭრა.

ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება. მიმდინარეობს ნიადაგის პრევენციული დამუშავება.

ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics